Money Movers Payment Acceptance System


შეუცვლელი საშუალება ინტერნეტმაღაზიისთვის!

Money Movers Payment Acceptance System

არავისთვისაა საიდუმლო, რომ ჩვენს რეალობაში მომსახურების ან/და პროდუქციის მისაღებად მომხმარებელი სულ უფროდაუფრო მეტად იყენებს ინტერნეტს. ამ გარემოებას ითვალისწინებს მაღაზიაც და სხვადასხვა ელექტრონული საშუალებით საკუთარი მომსახურებისა თუ პროდუქციის გაყიდვის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის შესაბამისად ზრდის ინვესტიციას. ამ ინვესტიციის დიდი ნაწილი გადახდის მეთოდების ინტეგრაციასა და შემდგომ მათ მომსახურებას ხმარდება.

იმისათვის რომ მაღაზიამ მოიცვას პოტენციური მომხმარებლების სრული სპექტრი, ელექტრონულმა მაღაზიამ საჭიროა, განახორციელოს გადახდის მეთოდების ფართომასშტაბური ინტეგრაცია, რაც, თავის მხრივ, დროსა და დამატებით ხარჯს მოითხოვს.

ყოველივე ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, კომპანია Money Movers-მა შექმნა სისტემა Money Movers Payment Acceptance System, რომელიც მაღაზიებს საშუალებას აძლევს საკუთარ ელექტრონულ მაღაზიაში მხოლოდ ერთი ინტეგრაციით მიიღოს 170-მდე გადახდის მეთოდი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს ნიშნავს, რომ MMPAS-ის ჩართვით თქვენს მომხმარებლებს მომენტალურად სთავაზობთ გადახდას ყველაზე მისაღები და სასურველი გზით.

Money Movers Payment Acceptance System-ი შექმნილია ბაზარზე დღეს არსებული მოთხოვნების შესაბამისად, თანამედროვე სტანდარტებისა თუ დაცვის სისტემების გამოყენებით.

როგორ მუშაობს MMPAS?


MMPAS-ის მეთოდები


Alfa Click
VISA/MASTERCARD GEL
MM Invoicing
Sberbank
Promsvyazbank
W1 GEL
Cash desks and terminals
Webmoney WMZ
Webmoney WMR
Webmoney WME
Yandex
Emoney
VISA/MASTERCARD RUB
Qiwi RUB
Qiwi USD
Qiwi EUR
Webmoney WMU
kcell
Myprofile
VISA/MASTERCARD TBC

ჩვენი მერჩანტები


ჩვენი სისტემის უპირატესობები მერჩანტისთვის სხვა ანალოგიურ სისტემებთან შედარებით:



170-მდე ქართული და უცხოური გადახდის მეთოდი;
დაბალი ტარიფები;
დახვეწილი და თანამედროვე მართვის პანელი;
4 ვალუტაში მუშაობის შესაძლებლობა;
ყოველდღიური სტატისტიკა;
თვითმომსახურების ტერმინალების ყველაზე ფართო ქსელი როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში;
უცხოური და ქართული Visa/MasterCard ბარათებით გადახდების მიღების შესაძლებლობა;
დაცვის და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემა;
პირველი გაერთიანებული საგადახდო სისტემა;
საქართველოს ბაზარზე 6 წლიანი ოპერირების ისტორია.


თანამშრომლობა საგადახდო სისტემებთან

კომპანია Money Movers-ი ყოველდღიურ რეჟიმში ახალ საგადახდო არხებს იძიებს და „MMPAS“-ში მათ ინტეგრაციას ახდენს. თუ თქვენ ხართ რომელიმე ელ-საფულის, ან სხვა საგადახდო ინსტრუმენტის წარმომადგენელი/მფლობელი და გაქვთ სურვილი, მოხდეს თქვენი სისტემის ინტეგრაცია „MMPAS“-ში, ჩვენი გუნდი მზადაა, უმოკლეს დროში ერთმანეთს დააკავშიროს ჩვენი სისტემები.


რას იღებთ ჩვენთან ინტეგრაციით? *
1

ინტეგრაციის დასრულებისთანავე თქვენი საგადახდო არხით სარგებლობას შეძლებს სისტემაში ჩართული თითოეული მაღაზიის ყველა მომხმარებელი;

2

არ მოგიწევთ მაღაზიების სათითაოდ ჩართვა, მათთან კონტრაქტების გაფორმება და შემდგომი მანიპულაციების განხორციელება, ანუ - ზედმეტი დროისა და ფულის ხარჯვა;

3

პირველივე დღიდან ხდებით ბაზრის კონკურენტუნარიანი მოთამაშე .

დემონსტრაცია


nexus 5

100 USD

ჩანთა

69 GEL

მაისური

69 EUR

კეპი

69 RUB